„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
869
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-22
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016021
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №869

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №18 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

„დანართი №18

საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                                                (ლარებში)

N

თანამდებობის დასახელება

დანამატი

თვეში

1

სახმელეთო ჯარების სარდალი

1 100

2

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი

1 100

3

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი

1 100

4

სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე

1000

5

სახმელეთო ჯარების I ქვეითი ბრიგადის მეთაური

700

6

სახმელეთო ჯარების II ქვეითი ბრიგადის მეთაური

700

7

სახმელეთო ჯარების III ქვეითი ბრიგადის მეთაური

700

8

სახმელეთო ჯარების IV ქვეითი ბრიგადის მეთაური

700

9

სახმელეთო ჯარების V ქვეითი ბრიგადის მეთაური

700

10

სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის მეთაური

700

11

სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის მეთაური

700

12

სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის მეთაური

700

13

სახმელეთო ჯარების საავიაციო ბრიგადის მეთაური

700

14

სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური

700

15

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური

700

 

კრებსითი — სრული ვერსია