საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №550
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების სახელმწიფო მოსაკრებლის 50% ჩაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო 50% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე ამ სფეროში დასაქმებულ სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე