ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2010 წლის 15 დეკემბერი
დ აბა ხულო
„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ “ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 32 დადგენილებაში (სსმ V, 17.11.2010 წ., № 52 გვ. 15-20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის რწმუნებულისაგან, წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტებისაგან.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების ტექსტში ტერმინი „ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით – „გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული“.
3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე