ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2010 წლის 15 დეკემბერი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (სსმ V,17.11.2010 წ., №52, გვ. 10-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 თავები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე