ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2010 წლის 15 დეკემბერი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში (სსმ V, 17.11.2010 წ., №52, გვ. 8-10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე