საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №522
2000 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. შერაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერს გია შერაძეს, რათა ხელი მოაწეროს თბილისის მთავრობასა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს შორის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ი. ჭავჭავაძის პროსპექტ №51-ში მდებარე რუსეთის საელჩოს კუთვნილი შენობის მიმდებარე საცხოვრებელი ფლიგელებიდან მოსახლეობის გაყვანას ახლად აშენებულ სახლში რუსეთის მხარის ხარჯზე და გამოთავისუფლებული ფლიგელების რუსეთის საელჩოს საკუთრებაში გადაცემას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე