შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
487
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-23
სარეგისტრაციო კოდი
240.050.000.05.002.001.
შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №487

2000 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „აბრეშუმის კოშკისათვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

თბილისში, რუსთაველის მოედანზე მრავალფუნქციური საზოგა­დოებ­რივი კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგად ქალაქი მიიღებს თანამედროვე არქიტექტორულ კომპლექსსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს:

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამე­ურ­ნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის წესით, დადგენილი ნორმატიული ფასის გადახდით, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბრეშუმის კოშკს“ რუსთაველის მოედნის ქალაქგეგმარებით კონკურსში გამარჯვებული პროექტის რეალიზაცი­ისათვის საჭირო 4000 კვ. მ მიწის ნაკვეთი.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება შპს „აბრეშუმის კოშკს“ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოთა შესრულებაში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია