სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
485
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-17
სარეგისტრაციო კოდი
310.060.010.05.002.001.
სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №485

2000 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი  ნორმატიული  ბაზის სრულყოფის  შესახებ

საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და დარგის ინსტიტუ­ციონალური მოწყობის პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით:

დამტკიცდეს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანდართული ნუსხა.

2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობით უზრუნველყონ დამტკიცებული ნორმატიული აქტების შემუშავება და 2000-2003 წლების განმავლობაში დადგენილი წესით მათი ამოქმედება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია