საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2025-05-23
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.190
საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 23.05.2025, №178)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №46 , 05.04.2006 წ., მუხ. 514
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

 

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი –     კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე –კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი –    კომისიის წევრი

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი –      კომისიის წევრი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი – კომისიის მდივანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი – კომისიის წევრი.

საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის დადგენილება №67 - სსმ III, №45 , 18.04.2005 წ., მუხ. 460
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №129 - სსმ III, №95 , 15.08.2005 წ., მუხ. 1079
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №204 - სსმ III, №134 , 16.11.200 5 წ., მუხ. 1477
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №235 - სსმ III, №153 , 30 .12 .200 5 წ., მუხ. 1694
საქართველოს მთავრობის 200 6 წლის 1 6 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №46 , 05.04.200 6 წ., მუხ. 514
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №14 9, 0 6 .11.2006 წ., მუხ.2068
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №1 62, 01.12.2006 წ., მუხ.2209
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №25 - სსმ III, №23 , 20.02.2007 წ., მუხ.2 69
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №77 - სსმ III, №56, 23.04 .2007 წ., მუხ. 610
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №141 - სსმ III, №101 , 16.07.2007 წ., მუხ. 1104
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №186 - სსმ III, №128 , 13.09.2007 წ., მუხ. 1399
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 1 დეკემბრის დადგენილება №294 - სსმ III, №1 82, 24.12.2007 წ., მუხ.2034
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ. 1 087
საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 12 მაისის დადგენილება №95 - სსმ III, №61 , 19.05.2009 წ., მუხ. 686
საქართველოს მთავრობის 20 10 წლის 12 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №5 , 18.01.2010 წ., მუხ. 28
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის დადგენილება №128 - სსმ III, №52, 10.05.2010 წ., მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №250 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1541
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №50 -ვებგვერდი,04.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №148 -ვებგვერდი,04.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №296 -ვებგვერდი,01.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

2. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მი­ნისტრმა ვ. ქობალიამ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №68 -ვებგვერდი,15.02.2011წ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის დებულება

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;

გ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქ­ტურის გაფართოებისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება;

ე) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღ­ლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საინფორმაციო დერეფნის სრულყოფილად ამოქმედებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატელეკომუნიკაციო სივრ­ცის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა;

თ) საქართველოს საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;

კ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;

დ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №400 - ვებგვერდი, 26.10.2011წ.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთი­ერთობისას.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვე­ტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსა­ზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ. 1087

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდელობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №46 , 05.04.2006 წ., მუხ. 514

კრებსითი — სრული ვერსია