სააქციო საზოგადოება ,,ეკრანის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა და (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
443
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-13
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
სააქციო საზოგადოება ,,ეკრანის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა და (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №443

2000 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თამბაქოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და საბიუჯეტო გადასახადების გაზრდის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმ­თავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასით კომერციული კონკურსის ფორმით და სათანადო საინ­ვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით.

2. სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვროს 550.000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, სადაც 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასია 1051842 (ერთი მილიონ ორმოცდათერთმეტი ათას რვაას ორმოცდაორი) ლარი.

3.  საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) კონკურსის გამოცხადების მიზნით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა გატარება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია