საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1028
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №72, მუხ. 1051) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი