საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1024
2010 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში:
ა) სიტყვები: „საქართველოს გენერალური პროკურორი“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს მთავარი პროკურორი“;
ბ) სიტყვები: „საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი