საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
2000 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია „ანადარკოს“ მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის განაწილების შესახებ
1. საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის აშშ კომპანია „ანადარკოს“ მიერ გადასახდელი სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებისა და ბონუსის 50 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50 პროცენტი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე.
2. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გამოყენებულ იქნეს სააგენტოსათვის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.
ე. შევარდნაძე