საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2002 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
ზ. გამსახურდიასათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ზაურ გამსახურდიას მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უკანონოდ მცხოვრები პირების გაძევების შემთხვევაში რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“.
ე. შევარდნაძე