საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №339
2000 წლის 31 ივლისი
ქ.თბილისი
შპს „საქართველოს რკინიგზის” მომსახურე პერსონალის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის შესახებ
1. დამტკიცდეს შპს „საქართველოს რკინიგზის” მიერ წარმოდგენილი საქართველოს რკინიგზის მომსახურე პერსონალის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის ესკიზები.
2. შპს „საქართველოს რკინიგზის” მომსახურე პერსონალის გადასვლა ეროვნული ფორმის ტანსაცმელზე განხორციელდეს 2000 წლის სექტემბრიდან.
ე. შევარდნაძე