სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.149.000.263
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2010 წლის 5 აგვისტო
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო განაკვეთის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება;
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ.მესროფაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.10.2012წ.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.,
3. ძალადაკარგულია - კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის დადგენილება № 2 4 - ვებგვერდი, 22.07.2014წ.
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 23.10.2012წ.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები |
|