ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 17 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ V, №46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, ამ წესით დადგენილ ვადაში, იდება ხელშეკრულება, რითაც დასტურდება აუქციონის შედეგები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე და, მეორე მხრივ, გამარჯვებული.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი