„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.004422
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2010 წლის 25 ივნისი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 თებერვლის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის პირველი სტრიქონით განსაზღვრული მთავარი საჯარო თანამდებობის – გამგებლის (მე-3 გრაფაში მითითებული) თანამდებობრივი სარგო და განისაზღვროს 2360 (ორი ათას სამას სამოცი) ლარით.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე:                                                                               დ. თოფურია

 

კრებსითი — სრული ვერსია