„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10-28
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.156.000251
„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.156.000.251

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-28

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებელი – 2360.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ.მგელაძე

    

კრებსითი — სრული ვერსია