საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
267
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-28
სარეგისტრაციო კოდი
100.020.000.05.002.001.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №267

2000 წლის 20 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმ­რო განყოფილების შექმნისა და დაკომპლექტების მიზნით:

1. გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართ­ველოს უშიშროების სამინისტროდან 30 საშტატო ერთეული შესაბამისი დაფინანსებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) მოამ­ზადოს წინადადება 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სათა­ნადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია