სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.139.000.649
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილი იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №16 დადგენილებით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში:
ა) დებულების მე-2 თავის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დებულების მე-2 თავის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ხელს აწერს შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს;“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №33-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1331