საქართველოს მთავრობის
დადგენილება №48
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე
„ დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ მ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად უმუშევართა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
1. სსიპ „ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში“ რეგისტრირებული უმუშევრის შემწეობა განისაზღვროს ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
2. უმუშევრის შემწეობის გაცემა განხორციელდეს ექვსი თვის განმავლობაში იმ უმუშევრებისათვის, რომელთაც აქვთ შემწეობის მიღების უფლება „ დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს № 352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 18 ივნისის დადგენილება №218 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.