აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
139
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-17
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №139

2000 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ

1. დამტკიცდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდე­ბობის პირთა თანამდებობრივი სარგოები თანახმად დანარ­თისა.

2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) ფინანსთა სამინისტროსთან (დ. ონოფ­რიშვილი) ერთად ერთ თვეში განსაზღვროს და დაამტკიცოს დანართში მითითებულ თანამ­დებობებთან გათანაბრებული სხვა თანამდებობების ჩამონათვალი; შეიმუშაოს და გამოსცეს სათანადო მითითებები და განმარტებები.

ე. შევარდნაძე

დანართი

აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

 

თანამდებობის  დასახელება

თანამდებობრივი

სარგო (ლარობით)

1.

სახელმწიფო მინისტრი

170

2.

მინისტრი და მასთან გათანაბრებული პირი

165

3.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინისტრის პირველი მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი

 

150

4.

მინისტრის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი

140

5.

სამინისტროში შემავალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი

 

125

6.

სამინისტროს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი

 

90,7

 

 

კრებსითი — სრული ვერსია