"ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
300
მიმღები ორგანო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.016004
"ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №300

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი  სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის  №193 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის  შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის  №193 ბრძანებით (სსმ III, 09.01.2009წ., №2, მუხ.11) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამივე კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას მარშრუტის საწყის/საბოლოო და/ან სატრანზიტო რეისების მომსახურების პუნქტს, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას  ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან. სოფლის ტიპის დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულოა ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. დავითაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია