"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
010320000.32.057.016018
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №61

2010 წლის 7 დეკემბერი

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლი­კის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბები და დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ დამხმარე (ტექნიკურ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“, დანართი №2-დან ამოღებულ იქნეს კაპიტნის, მთავარი მექანიკოსის, ბოცმანის, მოტორისტ-მექანიკოსისა და ექსპედი­ტო­რის გრაფები.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

მთავრობის თავმჯდომარე              ლ. ვარშალომიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია