აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №50
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმის” დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმის” დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №142 (23.207), 12.12.09, გვ. 6-7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ხორუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ნაცვლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმისა“ მიეთითოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ხორუმი“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე