საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-08
სარეგისტრაციო კოდი
340.140.000.05.002.001.
საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №26

2000 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დამტკიცების შესახებ

საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფა არის ქვეყნის ეროვ­ნული უშიშროების განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძი­რითად მიმართულებათა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო და საკრედიტო პირობების შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული პირველი ნაბიჯია საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დოკუმენტის მიღება.

აქედან გამომდინარე:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის თანდართული ძირითადი მიმართულებები.

2. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ეროვნულმა კომისიამ (ბ. გულუა) გააგრძელოს აქტიური მუშაობა ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის ექსპერტებთან ერთად და სამ თვეში მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესრულების კონკრეტული სამოქმედო პროგრამა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია