საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
692
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-01-04
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №692

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანო, აღჭურვილია საკმაოდ ფართო და საპასუხისმგებლო ფუნქციებითა და უფლებამოსილებით, რომელთა განსახორციელებლად მას სჭირდება არსებული მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფინანსების წყაროდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაფინანსების სხვა წყაროებიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე, სააქციო კაპიტალის მეორადი ბაზრის ამოქმედების სტიმულირებისა და ხელშეწყობის, მისი შემდგომი განვითარებისათვის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით:

1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების „სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, 27-ე და 28-ე პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლების მინიჭებისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებლების 70 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, დანარჩენი 30 პროცენტი კი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის მიღებამდე ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დამტკიცებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ემისიის ნომინალური ღირებულების 0,5 პროცენტი, – რომლიდან მიღებული შემოსავლის 70 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, დანარჩენი 30 პროცენტი კი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია