საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1009
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016096
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის" ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1009

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №43, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა.ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“;

ა.ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული სპორტის მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).“;

ა.გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შეიცვალოს სიტყვით: ,,მუზეუმის“;

ა.დ) ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.”;

ა.ე) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა.ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმის დებულება“;

ა.ე.ბ) პირველ მუხლში სიტყვები: ,,სპორტული დიდების სახელმწიფო მუზეუმი“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული სპორტის მუზეუმი“;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის №535 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №90, მუხ. 1318) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” შეიცვალოს სიტყვებით: ,,ქართული სპორტის მუზეუმის“.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია