სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.127.000.072
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 22 ივლისი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-3 პუნქტის, „პ” ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამდებობრივი სარგოები (დანართები №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 მარტის №38 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესის თანახმად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ.მასხარაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 11.12.201 2 წ.
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო ( ლარი ) |
| 1 | ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი | 700 |
| 2 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 3 | მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში | 420 |
| 4 | მთავარი სპეციალისტი – კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში | 420 |
| 5 | მთავარ სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში | 420 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში | 420 |