კომერციული ბანკების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ელექტრონული გადახდების მონაცემთა ბაზის გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
154/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-15
სარეგისტრაციო კოდი
020090000.18.011.016013
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ელექტრონული გადახდების მონაცემთა ბაზის გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №154/01

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ელექტრონული გადახდების მონაცემთა ბაზის გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც მომსახურებას უწევენ ფიზიკურ პირებს, უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ელექტრონული გადახდების მონაცემთა ბაზის გამოყენება.

2. კომერციულმა ბანკებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება/მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

გ. ქადაგიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია