„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-11
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.000202
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.35.117.000.202

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 29 ივლისი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში:

დებულებას დაემატოს 139-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 139. 2011 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის გამოქვეყნების დროებითი წესი

2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საკრებულოს ნორმატიული აქტი– საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესით, ოფიციალურად ქვეყნდება გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ – საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია