"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1003
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-14
სარეგისტრაციო კოდი
010220030.08.002.016095
"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1003

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის               2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №82, მუხ. 1075) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ვლადიმერ გეგელაშვილი და მის ნაცვლად შეყვანილ იქნეს დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს კახაბერ გველებიანი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია