საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1000
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-14
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016093
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1000

2010 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს ევროკავშირს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია