საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №88
2000 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
თ. მოსიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს თემურ მოსიაშვილს, რათა გამართოს მოლაპარაკება დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოების 2000 წლის 10 მარტის დსთ-ს ეკონომიკურ საბჭოზე და ხელი მოაწეროს დღის წესრიგით გათვალისწინებული „რკინიგზის ტრანსპორტზე საგადასახადო მექანიზმების დაახლოების თაობაზე დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოების ურთიერთქმედების შესახებ“ შეთანხმების პროექტს.
ე. შევარდნაძე