საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №551
1999 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
დსთ-ის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის 1998 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. დსთ-ის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის 1998 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სპეციალური თანხლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს დსთ-ის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს დსთ-ის ქვეყნების მთავრობებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე