"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016107
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №375

2010 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;

ყ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ატრიბუტიკას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია