საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №533
1999 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ევროპის საბჭოს კომისიის დამფუძნებელ შეთანხმებასთან საქართველოს მიერთების შესახებ
1. მიუერთდეს საქართველო „დემოკრატია სამართლის მეშვეობით („ვენეციის კომისია“)“ კომისიის დამფუძნებელ შეთანხმებას (ქ. სტრასბურგი, 1990 წლის 10 მაისი).
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) დადგენილი წესით აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს „დემოკრატია სამართლის მეშვეობით („ვენეციის კომისია“)“ კომისიის დამფუძნებელ შეთანხმებასთან საქართველოს მიერთების შესახებ.
ე. შევარდნაძე