საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის - ,,მომავლისსახლის" შექმნისა და ,,საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
528
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-09-06
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-10
სარეგისტრაციო კოდი
430.220.000.05.002.001.635
საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის - ,,მომავლისსახლის" შექმნისა და ,,საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №528

1999 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის – „მომავლის სახლის“ შექმნისა და „საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიუსაფარ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის, ცხოვრების, განათლების და განვითარების ნორმალური პირობებისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით:

1. საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში შეიქმნას განათლების სამინისტროს ბიუჯეტზე მყოფი ახალი ტიპის დაწესებულება – მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი – „მომავლის სახლი“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებაში და ამ დებულების V თავში სკოლისგარეშე დაწესებულებების ჩამონათვალს დაემატოს სიტყვები: „მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი – „მომავლის სახლი“.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ორ კვირაში უზრუნველყოს მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის – „მომავლის სახლის“ დებულების დამტკიცება.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ცენტრის დაფინანსება გათვალისწინებულია საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს განათლების სამინისტროს მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის პროგრამა „მომავლის სახლისთვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის – „მომავლის სახლის“ დაფინანსება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია