საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 9 87
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტ კ იცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №12, მუხ.131) დამტკიცებულ დებულებაშ ი შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ეროვ ნ ული ანგარიშების სამმართველო;”;
ა.ბ) „ ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შ ე მდეგი რედაქციით:
„ ლ) შიდა აუდიტის სამმართველო;”;
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემ დ ეგი შინაარსის „ მ” და „ ნ” ქვეპუნქტები:
„ მ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველო;
ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.”;
გ) მე-9 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შ ე მდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ანგარიშების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;
ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
გ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარულ სტატისტიკურ კვლევებს მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
დ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.”;
გ.ბ) მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ ო” და „ პ” ქვეპუნქტები;
გ.გ) მე-11 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები: „ მონიტორინგის განყოფილების” შეიცვალოს სიტყვებით: ,,შიდა აუდიტის სამმართველოს”;
დ) მე-9 მუხლს დაემატოს შ ე მდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
„12) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება;
გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებუ რ ი შედარებების განხორციელება;
დ) საგარეო ფინანსური და არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა;
ე) საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით ) საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
13. ინფორმაციული ტექნო ლ ოგიების სამმ ა რთველოს ძ ირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;
ბ) კომპიუტერების, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონალური და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) სტატისტიკის ვებგვერდის ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი