საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
462
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-07-29
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

1999 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ

ეროვნული არმიის მშენებლობისა და მისი ახალი პრინციპების ჩამოყალიბების პროცესში ქართული მხედრული ტრადიციების აღორძინებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიურ გამოშვებას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელები.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების თაობაზე წარმოადგინოს წინადადებები გამოშვებამდე არა უგვიანეს სამი თვისა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის 1999 წლის გამოშვებას მიენიჭოს ცოტნე დადიანის სახელი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია