"თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში "თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-10
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.163.016027
"თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში "თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე –  კვარტალში 1500 ლარი;

2. დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 3750 ლარი.“.

„3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია