საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №636
1999 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
ი. მაჭავარიანისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ირაკლი მაჭავარიანს, რომ გამართოს მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკის აღდგენაში ურთიერთმოქმედებისა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით.
ე. შევარდნაძე