ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა და ქართული ენის მანქანური ფონდის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-07-14
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-20
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.002.001.
ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა და ქართული ენის მანქანური ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №437

1999 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა და ქართული ენის მანქანური ფონდის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას ქართული ენის მანქანური ფონდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საბაზო დაწესებულებაში.

2. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 13 აპრილის სხდომის №4 საოქმო გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს დამატებით გამოუყოს 75 (სამოცდათხუთმეტი) ათასი ლარი, მათ შორის: 38 (ოცდათვრამეტი) ათასი ლარი ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებისა და გამოცემისათვის, 37 (ოცდაჩვიდმეტი) ათასი ლარი კი – ქართული ენის მანქანური ფონდის შესაქმნელად.

3. საქართველოს საგამომცემლო-საინფორმაციო კორპორაციამ (ვ.აბაშიძე) და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა (ვ.რცხილაძე) გადასცენ (არაკომერციული მიზნით) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათ­მეცნიერების ინსტიტუტს კომპიუტერული ტექნიკით შესრულებული და მანქანურ მატარებლებზე ჩაწერილი ყველა სახის ქართულენოვანი ტექსტების ასლები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია