საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №398
1999 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის დღის გამოცხადების შესახებ
საქართველოში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმისათვის ყველა დონეზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად და „ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ“ გამოცხადების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1988 წლის გადაწყვეტილების თანახმად 26 ივნისი გამოცხადდეს საქართველოში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ.
ე. შევარდნაძე