თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-06-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-25
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.002.001.
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №375

1999 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდე­ბისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონალური ცენტრებისათვის დახმარების გაწევისა და ხელშეწყობის მიზნით:

1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალი­ფი­ციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

2. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს – „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში (გ. არსენიშვი­ლი) ინსტიტუტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში   უზრუნველყონ   ხელშემწყობი   ღონისძიებების  გატარება აღნიშნული  უმაღლესი  სასწავლების    საუნივერსიტეტო პროფი­­­ლის სრულ­­­ყო­­­­­ფის საქმეში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია