ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წლის 1 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ, დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილებაში (სსმ V, №18, 13.08.2010 წ., მუხ. 304) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის პირველის პუნქტის „ჟ’’, „რ’’, „ს’’ „ტ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამსახური იღწვის, რათა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს აგრარული რეფორმების განხორციელებას;

რ) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;                        

ს) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;

ტ) სტატისტიკური საინფორმაციო საქმიანობის წარმოება.”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               ა. მამეშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია