ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ . ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპ ი ური ფორმის დამტკიცების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19 4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმა“ დანართი 1-ის შესაბამისად
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარეს .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. მამეშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის დადგენილება № 8 - ვებგვერდი , 23.02.2011 წ .
2. ძალადაკარგულია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივნისის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 08.06.2015წ.
დ ანართი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისამართი)
––––––––––––––––––––––––––მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ობიექტის დასახელება და ობიექტის მისამართი)
მიწის ფართობი –––––––––––––––––––– კვ.
მეტრი,–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მიწათსარგებლობის ფორმა)
შენობა-ნაგებობა –––––––––––––––––––– კვ. მეტრი.
საფუძველი : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონის შედეგების ოქმი № ––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დაპირება) №––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, და მიღება-ჩაბარების აქტი 20 წლის ,,–––––’’,, –––––––––––’’,
მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.
მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (დაპირებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 20 წლის ,, ––––– ’’ ,, –––––––––––––––––––– ’’
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /-----------------/ /------------------------------------–/
ხელმოწერა სახელი , გვარი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2011 წ.