„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
226
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-16
სარეგისტრაციო კოდი
170050000.22.027.016049
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №226

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

„მუხლი 1. „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2919 წ., №33, მუხ. 514) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გამოსაცდელმა გამოცდის პირველ ეტაპზე დააგროვა 70 ან მეტი ქულა, იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე, რის შესახებაც პირს ეცნობება გამოცდის პირველი ეტაპის ჩატარებიდან მეორე დღეს.”.

საქართველოს იუსტიციის 2010 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №230-სსმIII,№165,17.12. 2010 წ.,მუხ.2333

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის 2010 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №230-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,მუხ.2333

კრებსითი — სრული ვერსია