აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-11
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.000.160
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2005 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ

„საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ თანდართული დებულება და საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფორმა.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესსა და ვადებს.

2. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №383 - ვებგვერდი,17.09.2012წ.

    მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის ორგანიზება

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინადადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რომელსაც უნდა დაეთანხმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წინადადებით მიმართავს ქონების სააგენტოს.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინადადება სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას;

ბ) ინფორმაციას საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ თანდართული ფორმის მიხედვით;

გ) ინფორმაციას შესაბამისი მოთხოვნის/უფლების შესახებ.

4. ქონების სააგენტო ერთ კვირაში იხილავს შესულ წინადადებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ქონების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონების გადაცემას.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა ფორმდება:

ა) ნივთის გადაცემის შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც უძრავი ნივთის გადაცემის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოების წილის (აქციების) შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების შემთხვევაში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №383 - ვებგვერდი,17.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11  იანვრის  დადგენილება №7   - ვებგვერდი,  13.01.2016წ.


საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფორმა

 

№

საწარმოს

დასახელება

იურიდიული

მისამართი

საწესდებო

კაპიტალი

სახელმწიფოს

წილი %

საქმიანობის სფერო

საანგარიშო

წილის მოგება,

ზარალი (ლარობით ათასამდე)

კრედიტორული დავალია ნება (ლარობით ათასამდე)

დ ებიტორუ ლი დ ავა ლიანება (ლარობით ათასამდე)

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია